გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ში ვროკავშირის დელეგატებთან გიორგი გახარიამ ოკუპირებულ ტერიტორიებისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილა

22-03-2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილეს - პედრო სერანოს, საქართველოში ევროკავშირის მისიის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელებსა და სხვა დელეგატებს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.


გიორგი გახარიამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. გადასასვლელების დახურვის უპრეცედენტო, ნეგატიურ გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე ისაუბრა.


მან ხაზი გაუსვა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ადამიანთა უკანონოდ დაკავებებს და „ბორდერიზაციის“ პროცესს, ასევე ოკუპირებული რეგიონების მზარდ მილიტარიზაციას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.


გიორგი გახარიამ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს აქტიური მონაწილეობის და ეტაპობრივი ინსტიტუციური ინტეგრაციისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031