გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკური ნარატივი, და ეს არ გამოადგება რეფორმას

23-03-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს, შემაჯამებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა, რომ რეფორმის სერიოზულობა იმ ნაბიჯებიდან ჩანს, რაც პრემიერ მინისტრმა განაცხადა და ეს საკანონმდებლო დონეზეც აისახება. 


მინისტრის თქმით, რეფორმის განხორციელება შეუძლებელია რესურსების გარეშე. შესაბამისად, ჩვენ სწორედ იმ ნაბიჯების გადასადგმელად ვემზადებით, რომლებიც პრობლემებს რეალურად გადაჭრის. 


მინისტრი მიიჩნევს, რომ მართალია არაერთი საინტერესო მოსაზრება გამოთქვეს დეპუტატებმა, თუმცა, უფრო მეტის მოლოდინი არსებობდა. აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ფუნდამენტურ საკითხებზე, მათ შორის პროფესიული განათლებაზე, რომელიც დასაქმების ქვაკუთხედია და სწორედ იქეთკენაა ორიენტირებული, რომ ეკონომიკის გამოწვევებს უპასუხოს.


ბატიაშვილის თქმით, ახალი სტრატეგია გულისხმობს რეფორმის განხორციელებას ყველა მიმართულებით და მხოლოდ დღეს პარლამენტში დასმულ კითხვებს არ მოიცავს. 


„თავდაპირველად შეკითხვები საინტერესო იყო თუმცა, ბოლოს მოვისმინეთ პოლიტიკური ნარატივი და ეს ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს არ გამოადგება. სამწუხაროა, რომ ოპონენტები საუბრობენ არა განათლების პოლიტიკაზე, არამედ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხოთ ისეთი ფორმატით და ლოგიკური თანმიმდევრობით, რომელიც საქმეზე და ჩვენი განათლების განვითარებაზეა ორიენტირებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, ყველა დეპუტატს, როგორც პოზიციას, ასევე, ოპოზიციას. დღეს პირველად ჩატარდა პროცედურა ასეთი ფორმატით და ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა. ჩვენ მზად ვართ, რეგლამენტის გათვალისწინებით, ვითანამშრომლოთ ყველა ფორმატში როგორც დეპუტატებთან, ასევე, რეფორმით დაინტერესებულ მხარეებთან“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031