გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ ნიკოლაშვილი: საზმაუს ანალიტიკოსებისა და სოროსის ფონდის დირექტორს შორის არსებული შერკინების ძირითადი საგანი ფეიკ ნიუსების თემა და რუსული პროპაგანდის გავრცელებაა

23-03-2019

"თვალს ვადევნებ საზმაუს ანალიტიკოსებსა და სოროსის ფონდის დირექტორს შორის არსებულ შერკინებას, რომლის ძირითადი საგანიც ფეიკ ნიუსების თემაა, რუსული პროპაგანდის გავრცელებასა და კრემლის აგენტად გამოცხადებასთან ერთად" - წერს ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე. 


"უკვე ძალიან გახშირდა ადამიანთა მორგება წინასწარ შექმნილ სტერეოტიპებზე. ენჯეოები და ლიბერალური მედია რატომღაც ითვლება უცოდველად და მეტიც, ისინი არიან მსაჯულები ყველა დანარჩენი პირისა თუ არხის.


ენჯეოებიც და მედიაც ცდებიან, ვფიქრობ არა გამიზნულად, მაგრამ მათი შეცდომები ან უყურადღებოდ რჩება, ან არავინ ჰყავთ დამკვირვებელი, ან მათი კრიტიკა მიუღებელია.


ორი მაგალითი:
1. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ლევან მურუსიძე მოხსენიებულია როგორც კორუმპირებული მოსამართლე. რა არ გავიგეთ ამ კაცზე უკანასკნელ თვეებში, მაგრამ ეს გარემოება არ აღნიშნულა. ანგარიშში რემარკის წყარო დიდი ალბათობით გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშია სასამართლო სისტემაზე, სადაც კორუფციის რისკებზეა საუბარი, თუმცა მოყვანილი არ არის არცერთი ფაქტი. მხოლოდ მოსაზრებები, შეფასებები, საუბრები. ცხადია, ეჭვი სასამართლოს კორუმპირებულობაზე პოპულარული და დამაჯერებელია, მაგრამ მით უფრო უნდა ინახოს დამადასტურებელი არგუმენტი.
2. მეორე მაგალითია დღეს გავრცელებული ამბავი, რომ Judicial Watch-ის მიერ გამოქვეყნებული და ჰილარი კლინტონთან დაკავშირებული იმეილების 756 გვერდიან მასალაში ხსენებულია ბიძინა ივანიშვილი, როგორც პრო-პუტინისტი მილიარდერი, რომელიც ჩართული იყო რუსეთის ჩარევით გამართულ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში(sic!). ასე გვიყვება რადიო თავისუფლებაც, რომელმაც ამბავი პირდაპირ Judicial Watch-ის ვებგვერდიდან თარგმნა და არ ჩაეძია წყაროს უფრო ღრმად. შესაბამისად, შეიქმნა შთაბეჭდილება რომ 2012 წელს ჰილარის სტაფს შორის მიმოწერაში ბიძინას მოიხსენიებენ როგორც პრო-პუტინისტს. სინამდვილეში, მას მხოლოდ ახსენებენ როგორც მილიარდერ ფილანტროპისტს. პუტინები და რუსეთები მხოლოდ სტატიაში ჩნდება, რომელთა წყაროც ასევე სხვა ანგაჟირებული სტატიებია.


ასე იქმნება ფეიკ ნიუსები, მყარდება პოლიტიკურ და პარტიულ მესიჯებზე აგებული სტერეოტიპები და ამ ბრძოლაში ყველა ხდება მხარე.
აბა სადაა შუა?" - წერს გურამ ნიკოლაშვილს "ფეისბუქზე".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930