გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შვედეთში ქართული პოეზიის საღამო გაიმართა

23-03-2019

საქართველოს საელჩოს ჩართულობით, საერთაშორისო პოეზიის დღეს, სტოკჰოლმში, შვედეთის მწერალთა სახლში, ქართული პოეზიის საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა პოეტებმა, ლია სტურუამ, ეკა ქევანიშვილმა და შვედური გამომცემლობის „Smockadoll” ხელმძღვანელმა, კრისტიან კარლსონმა (გასულ წელს შვედურ ენაზე გამოიცა ქართული პოეზიის ანთოლოგია ”Den Kaukasiska Fallenheten”, რომელშიც შესულია თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსები. ანთოლოგია შვედურად თარგმნეს მანანა კობაიძემ და კრისტიან კარლსონმა).


საღამოს ფარგლებში, ქართველი პოეტები წარადგინა მწერალთა კავშირის წარმომადგენელმა, ანეტ როსენგრენმა. საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა, ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ. მან ქართული პოეზიის როლზე და საქართველოს და შვედეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. ელჩმა ხაზი გაუსვა , რომ წელს საქართველო და შვედეთი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ.


გამომცემელმა კრისტიან კარლსონმა და თავად პოეტებმა წაიკითხეს ლექსები კრებულიდან შვედურ და ქართულ ენებზე. კრისტიან კარლსონმა ქართულ თანამედროვე პოეზიაზე ისაუბრა.


ღონისძიებას ქართველი პოეტი, პაატა შამუგია, გამომცემელი, ქეთევან დუმბაძე და შვედეთში მცხოვრები ქართველი პოეტი და პერფორმანს არტისტი, ზურაბ რთველიაშვილიც ესწრებოდნენ.


სტუმრებს შორის ასევე იყვნენ შვედეთის მწერალთა კავშირის წევრები, საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების წევრები, საელჩოს თანამშრომლები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.


ღონისძიება საქართველოს საელჩოს, შვედეთის მწერალთა კავშირის, გამომცემლობა „Smockadoll”-ის და შვედეთის კულტურის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.


ქართველი პოეტების შეხვედრები შვედ მკითხველთან გაიმართა ასევე ქ. მალმოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930