გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის მერიაში შეხვედრა გაიმართა

23-03-2019

ბათუმის მერიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ელგუჯა (გია) გვაზავა ქალაქ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს შეხვდნენ. 


შეხვედრას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ზურაბ ხონელიძე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ასევე ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ კლუბ „ბათუმის“ წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს.


შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალისა“ და სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგას“ ხელმძღვანელს, ნათელა დუმბაძეს იუბილე მიულოცა და წლების მანძილზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის სიმბოლური საჩუქარი გადასცა.


დღესვე ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, საპატიო ბათუმელს, პროფესორ ნათელა დუმბაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
ნათელა დუმბაძე არის არაერთი საპატიო ტიტულის მფლობელი. მათ შორის, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი და იუნესკოს სიგელის მფლობელი. აქტიურად ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით. 2015 წელს იგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031