გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფიო ქაცარავა: საქართველო ნატოსთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა და ჩვენი ქვეყნის მომავალი წევრობა შეუქცევადია

23-03-2019

"საქართველო ნატოსთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა და ჩვენი ქვეყნის ალიანსში მომავალი წევრობა შეუქცევადია" - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა.


"საქართველო წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ალიანსის მხირდან, რასაც ადასტურებს ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, ერთობლივი წვრთნები და არაერთი ღონისძიება, სადაც ალიანსი სრული ფორმატით იქნება წარმოდგენილი.ნატო განიხილავს საქართველოს როგორც მომავალ წევრ სახელმწიფოს, რაც ინტეგრაციის პროცესში წარმატებული რეფორმებისა და არსებული პრაქტიკული ისტრუმენტების ეფექტური განხორციელების შედეგია. საქართველო ნატოსთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა და ჩვენი ქვეყნის ალიანსში მომავალი წევრობა შეუქცევადია. ეს არის ჩვენი ეროვნული არჩევანი და საგარეო პოლიტიკის ერთერთი მთავარი ამოცანა, რაც გამყარებულია კონსტიტუციით.ჩვენ ვაგრძელებთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, რომ მაქსიმალურად წარმატებულად მივაღწიოთ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას, რაც ნატოს სრულფასოვან წევრობას ნიშნავს" - აღნიშნავს სოფიო ქაცარავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930