გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს

24-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ა. ქურდობაში ამხილეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ 23 მარტს არასრულწლოვნებმა ვარკეთილში მაღაზია " სმაილი" გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031