გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: თუ სადმე პრობლემაა, უნდა ვიმსჯელოთ გამოსწორებაზე, მაგრამ კარგზეც კარგი უნდა ვთქვათ

24-03-2019

"შემთხვევითი არ არის, რომ, როგორც კი "ნაციონალურმა მოძრაობამ" ინტერპელაციის წესით მიმართა პრემიერ-მიისტრს, იმ წუთიდან გაძლიერდა მათი საინფორმაციო საშუალებების მიერ მხარდაჭერა, რომ დაინგრა ქვეყანა", – განაცხადა შაბათის ქრონიკაში ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.


მისი თქმით, იყო მოცემულობა, როდესაც დანაშაულის გახსნის შესახებ ერთ-ერთი არხი გამოშვების მესამე ბლოკში იუწყებოდა, ახლა კი პირველი ბლოკის პირველივე ნიუსია, რომ დანაშაული მოხდა.


"ასე თუ მივყვებით, დღეში ასობით და ათასობით დანაშაული ხდება მსოფლიოში და ყველა ქვეყნის ყველა საინფორმაციომ ასე უნდა დაიწყოს და შექმნას ფონი, რომ ინგრევა ქვეყანა. თუ სადმე პრობლემაა, უნდა ვიმსჯელოთ გამოსწორებაზე, მაგრამ კარგზეც კარგი უნდა ვთქვათ", - აცხადებს მდინარაძე.


ფრაქციის ლიდერმა მაგალითად სტატისტიკაც მოიყვანა და განაცხადა, რომ დღეს კრიმინალის განსხვავებული აღრიცხვის წესია.


"ქურდობის ნაწილში და ეკონომიკურ დანაშაულთან მიმართებაში მართლაც არის მატება, თუმცა ეს არ არის ის ციფრი, რაც არის საერთო ჯამში, იქიდან გამომდინარე, რომ არის ბევრი დანაშაული, რომელიც რიგ შემთხვევაში არ წარმოადგენს დანაშაულს. მაგალითად, ადევნება, სისხლის სამართლის კოდექსში საერთოდ არ იყო. არსებობს ისეთი მუხლები, მაგალითად, ნივთის დაზიანება - 104 პროცენტით არის გაზრდილი სტატისიკაში დანაშაული ; მუქარა - 270 პროცენტით, ოჯახში ძალადობა - 122 პროცენტით, სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, თვითმკვლელობამე მიყვანა - ეს არის მუხლები, რომელთან დაკავშირებითც რიგ შემთხვევაში მიმართვიანობამ იმატა" , - განაცხადა მდინარაძემ.


მისივე თქმით, 2007-2011 წლებში სულ დაფიქსირებულია ოჯახური ძალადობის 973 შემთხვევა, მხოლოდ 2018 წელს - 4761.


"ამით შეგვძლია ვამტკიცოთ, რომ გაიზარდა, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით სახელმწიფომ გამოიჩინა ნება, რომ ამ დანაშაულს მიხედოს და პოლიციის მიმართ ნდობა გაიზარდა", - აცხადებს მდინარაძე.


მისი თქმით, 21 პროცენტით არის შემცირებული მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება - 17 პროცენტით.

"არის გარკვეულ დაზიანებასთან დაკავშირებით ცოტა ზრდა, არის გაცილებით მეტი კლება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში, ანუ არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, სადაც არის კლება და ჩვენმა ოპონენტებმაც უნდა თქვან, რაც კარგია. მაგალითად, 2010 წელს იყო ძარცვა იყო 638 შემთხვევა, ახლა გვაქვს 734 შემთხვევა, ყაჩაღობა - 998, ახლა გვაქვა 268 შემტხვევა. ასე თუ შევადარებთ ერთმანეთს, რეალურად არ გვაძლევს კრიტიკის საფუძველს", - განაცხადა მდინარაძემ.


ამასთან, ფრაქციის ლიდერი აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო თვალსაზრისით რაღაც საკითხები მისახედია, მათ შორის, აღსრულების ნაწილში.


"ის, რომ თავის დროზე გავეპრანჭეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ვთქვით, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე კამერების ამოღება ზედმეტია და ისე უნდა გახსნას შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არის არასწორი მიდგომა და ამ მიმართულებით ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ეს არის სასწრაფოდ აღმოსაფხვრელი. როდესაც ქუჩაში ხდება ქურდობა და იმის გამო, რომ ეს ქურდობა ნაკლებად მძიმე დანაშაულში შედის, პოლიცია ვიდეოკამერასაც კი ვერ იღებს, ეს გამოსასწორებელია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031