გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს, როდესაც ნაცმოძრაობას ვუსმენდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ 15 წლით უკან გადავინაცვლეთ

24-03-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, დღეს ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე ლიდერების მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე კომენტარს აკეთებს.


დეპუტატი თვლის, რომ ნაცმოძრაობამ სწორი რაკურსი აიღო, როდესაც საკუთარი მმართველობა შევარდნაძის პერიოდს და არა დღევანდელ ხელისუფლებას შეადარა. დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, სააკაშვილს არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ უკვე საკუთარმა პარტიამაც უთხრა უარი.


"დღეს, როდესაც ნაცმოძრაობას ვუსმენდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ 15 წლით უკან გადავინაცვლეთ. პარტიის ლიდერები სწორად იქცეოდნენ, როდესაც შედარებას ძირითადად წინა ხელისუფლებასთან და არა დღევანდელ მმართველ გუნდთან აკეთებდნენ. ოღონდ მთავარი დაავიწყდათ, ყველა იმ წარმატების უკან, რითაც ისინი დღეს ამაყობდენენ, ბიძინა ივანიშვილი იდგა. სწორედ მათ მიერ წოდებული "ოლიგარქი" აფინანსებდა ყველა მნიშვნელოვან პროექტს, რამაც რადიკალურად შეცვალა მაშინ სახელმწიფო პოლიტიკა. მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების ბევრი კრიტიკისა, ნაცმოძრაობამ სწორად ჩათვალა, რომ "ქართულ ოცნებასთან" შედარება ალოგიკური იქნებოდა.


რაც შეეხება თავმჯდომარეს, როგორც იქნა მიხვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მათი ყველაზე დიდი ნეგატივია საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ ამასთანავე - ყველაზე დიდი დანაკარგი მათი მხარდამჭერებისთვის ქვეყანაში. აქ კი ნაცმოძრაობა სერიოზული ამოცანის წინაშე დადგა - შეძლებენ კი იმ მუხტის შენარჩუნებას საკუთარ ამომარჩევლებში სააკაშვილის წინამძღოლობის გარეშე? ეს მათთვის დიდი თავსატეხი გახდება. ფაქტი ისაა, რომ სააკაშვილს არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ უკვე საკუთარმა პარტიამაც უთხრა უარი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930