გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ბატიაშვილი: გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, გამარჯვებულია საქართველო!

24-03-2019

„ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს გრძნობა აქვს თითოეულ ქართველს. ლადო აფხაზავამ კიდევ ერთხელ გააცნო საქართველო მთელ მსოფლიოს. გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, გამარჯვებულია საქართველო და ყველა მასწავლებელი! დღეს ლადო მსოფლიოს 179 ქვეყნის 10 000 აპლიკანტიდან შერჩეულ 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად იდგა სცენაზე. აქ, განათლების გლობალურ ფორუმზე, საკუთარი უნიკალურობით, მსოფლიოს მან კიდევ ერთხელ გააცნო საქართველო! დიდი მადლობა მას მთელი საქართველოს სახელით, ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ დიდ მიღწევას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა," - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც დუბაიში პირადად გულშემატკივრობდა ქართველ პედაგოგს.


ლადო აფხაზავას, რომელიც „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის იყო, მინისტრმა საერთაშორისო ასპარეზზე უდიდესი წარმატებისთვის და მასწავლებლის პროფესიის ასეთი პოპულარიზაციისთვის, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და წარმატება უსურვა.


განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე „Global Teacher 2019“-ის გამარჯვებული პედაგოგი 24 მარტს, დუბაიში გამოვლინდა და გამარჯვებული პიტერ ტაბიჩი, მასწავლებელი კენიიდან გახდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930