გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნატოს გენერალური მდივანი რუსეთს მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს

25-03-2019

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია. სტოლტენბერგმა მამუკა ბახტაძესთან ერთად ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწვრიანებაზე.

ამასთან, მან მოუწოდა რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.


"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები. ჩვენ მივესალმებით შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებულ როლს, ამიტომაც, ვაძლიერებთ ურთიერთობებს საქართველოსა და ნატო-ს შორის და ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაძლიერდება. ჩვენ ვნახავთ დღეიდან, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში. ჩემი ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში აქტიურდება საზღვაო აკვატორიაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები.


მადლობა მასპინძლობისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. საქართველო არის ყველაზე მსხვილი მონაწილე ჩვენს ინიციატივებში, სამხედროების რაოდენობრივ და რიცხვობრივი თვალსაზრისით და იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930