25-03-2019
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების შესარჩევად საერთაშორისო კონკურსი 23 მარტს გამოცხადდა.
კონკურსის მეშვეობით 5 ადამიანი შეირჩევა, მათგან სამი 5 წლის ვადით, ორი კი სამი წლის ვადით. საბჭოს წევრთა ანაზღაურება წელიწადში 60,000 დოლარამდე იქნება.
სააგენტო "ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, კონკურსის პირობებით, სახელმწიფო საბჭოს წევრების სამგზავრო ხარჯებსაც სრულად დაფარავს.
როგორც განაცხადშია აღნიშნული, არ არის აუცილებელი ეს პირები მუდმივად საქართველოში იმყოფებოდნენ. თუმცა, კონკურსის თანახმად, გამარჯვებულ კანდიდატებს საქართველოში მინიმუმ წელიწადში ერთხელ მოუწევთ ჩამოსვლა.
საბჭოს წევრებმა მინიმუმ ყოველ კვარტალურად უნდა განახორციელონ სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება. თუმცა, ამ ტიპის შეხვედრები შესაძლოა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებითაც მოხდეს.
კონკურსი 30 კალენდარული დღით გამოცხადდა. აპლიკანტების განხილვა კი 5 დღეში მოხდება.
13-01-2025