25-03-2019
შალვა შავგულიძის ბოლო გადაწყვეტილება არაფერში არ ჯდება, - ასე შეაფასა ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის შალვა შავგულიძის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც იგი მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატია.
,,მე ძალიან მიჭირს ბატონ შალვაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩემი კოლეგა იყო, გაცილებით ადრე ვიცნობდი. იგი ერთ-ერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. მე, როგორც გამომძიებელმა 2003 თუ 2004 წელს გავიცანი ის, როგორც ადვოკატი და ძალიან დიდი პატივისცემით (ვართ) ერთმანეთის მიმართ . თუმცა , მის ბოლო გადაწყვეტილება, მე მგონია, რბილად რომ ვთქვათ არაფერში ჯდება.
როდესაც შალვა შავგულიძე გუშინ ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე გამოჩნდა, მანამდე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ შტოსთან გარიგდა თუ გაერთიანდა, მისგან ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა და დამიტოვეთ უფლება, რომ არაფერი ვთქვა მეტი. მე მგონია, რომ ამ მიზეზების გამო ლადო კახაძის კონკურენტი ვერ იქნება ბატონი შალვა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
13-01-2025