გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო ევროპის LRIT სისტემის წევრი გახდა

25-03-2019

დღეიდან საქართველო ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემის (LRIT EC) წევრია.


საქართველოს საზღვაო სექტორმა გაიარა უმკაცრესი ერთწლიანი მონიტორინგი და წარმატებით გადალახა გაწევრიანების ყველა ეტაპი
საზღვაო ტრანსპორტის დარგში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს მიერთებას ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემასთან (LRIT CDC).

ასეთი ტიპის ინტეგრაცია ევროპულ სერვისებში, ერთ-ერთი პირველია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაში. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის პირველი არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ამ სისტემის ნაწილი გახდა.


ამ სისტემაში ჩართვით საქართველო თავისუფლად განახორციელებს მსოფლიო საზღვაო სივრცეში ინტეგრაციას და გახდება ძალიან პრესტიჟული ევროპული სტრუქტურის წევრი ქვეყანა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება საქართველოს საზღვაო დროშის იმიჯზე. მნიშვნელოვნად იზრდება ჩვენი შესაძლებლობები საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და ზღვის გარემოს დაცვის თვალსაზრისით. შესაბამისად ამ სისტემაში გაწევრიანება წარმოადგენს მეკობრეობასთან ბრძოლისა და ჩვენი მეზღვაურების დაცვის ქმედით საშუალებას.


საქართველოს გაუჩნდება შესაძლებლობა:
- ყოველ 6 საათში ავტომატურ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მისი დროშის ქვეშ მცურავი გემების შესახებ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;
- მოთხოვნის შესაბამისად მიიღოს ინფორმაცია ევროკავშირის წყლებში მცურავ ნებისმიერ გემზე, რომელიც გაივლის ჩვენი საზღვრებიდან 1000 საზღვაო მილის ფარგლებში;
- ევრო-კავშირის LRIT სისტემაში ჩართვით ხელი მიგვიწვდება მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო ქსელთან (LRIT) და მის წევრ სახელმწიფოებთან ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობით კუთხით.

LRIT EC სისტემასთან მიერთება კიდევ ერთი, ძალიან დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია ევრო-ინტეგრაციის გზაზე.


ინფორმაციისათვის: ევროკავშირმა 2007 წელს მოახდინა ამ სისტემის კომპლემენტაცია და შეიქმნა ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავი გემების შორ მანძილზე იდენტიფიკაციისა და მონიტორინგის სისტემა, რომლის ტექნიკურ განვითარებაზე, ექსპლოატაციასა და ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელია ევროკავშირის საზღვაო უსაფრთხოების კომისია (EMSA). ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემა დღესდღეობით მსოფლიოს გლობალურ LRIT სისტემაში ჩართული ყველაზე თანამედროვე და მსხვილი მონაცემთა მართვის ცენტრია, რომელიც დღის განმავლობაში 8000 გემს უწევს მონიტორინგს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031