გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იანვარ-მარტში თბილისში ტყვიის შემცველობაზე ჩატერებული კვლევის შედგები გამოქვეყნდა

26-03-2019

2019 წლის იანვარ-მარტში, თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მე-5-ში და ქუჩის მტვერში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა. ინფორმაციას „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, სათამაშოებში, სუნელებში, კოსმეტიკაში, ბიჟუტერიასა და სხვა ნივთებში.


„ტყვიის წყაროების დადგენაზე მომუშავე მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელ განცხადებას ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგთან და წყლის ხარისხის საკითხთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად და ადასტურებს გარემოში ტყვიის მაღალი კონცენტრაციის პრობლემის სიმწვავეს. 2019 წლის იანვარ-მარტში საინიციატივო ჯგუფის და ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მე-5-ში და ქუჩის მტვერში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა. შემოწმება მოხდა იმ ოჯახებში, რომლის ერთ-ერთ წევრს მაინც დაუდგინდა სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა. ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, სათამაშოებში, სუნელებში, კოსმეტიკაში, ბიჟუტერიასა და სხვა ნივთებში. კვლევის მთავარი მიზანი იყო ოჯახებში ტყვიის ძირითადი წყაროების გამოვლენა და პრობლემის მასშტაბურობის დადგენა. კვლევის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის, რომლის დეტალური პრეზენტაცია გაიმართება 2 აპრილს სასტუმრო “იოტაში”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.


ცნობისთვის, კვლევაში ჩართული იყვნენ „ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, “მწვანე ალტერნატივა“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, „ხარისხის ლაბორატორია“, აქტიური მოქალაქეები და მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ. ინიციატივის მხარდამჭერია ფონდი „ორბელიანი საქართველო“.


ინტერპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930