26-03-2019
მე ნუ მომთხოვთ პასუხს ამ გზა-კვალარეული პატარა ბიჭების უმწიფარი, გამოუცდელი და სახელმწიფო სადავეებთან არმისაშვები ადამიანების კომენტარებზე იმიტომ, რომ მე მათზე პასუხს ვეღარ ვაგებ, მათზე პასუხი აგოს ბიძინა ივანიშვილმა, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ TVპირველის ეთერში ილაპარაკა.
ბესელიამ პირდაპირ ეთერში ის შეტყობინებაც გაახმოვანა, რომელიც მისი თქმით, მამუკა მდინარაძემ შემთხვევით ეკა ბესელიას გაუგზავნა.
"ეს მესიჯი მე მეხება და ამიტომ გეტყვით. თქვენთან ჩართვის წინ, ბედის ირონია რა არის ნახეთ - მამუკა მდინარაძე, რომელიც უგზავნიდა როგორც ჩანს, რამდენიმე ადამიანს მესიჯს, ჩემთან დაკავშირებით, რომელიც მომზადდა იქ, სადაც მზადდება ხოლმე მესიჯები, გამოაგზავნა ჩემს ტელეფონზე, სადაც ეწერა ეკა ბესელია და იწყებოდა ლანძღვა-გინება, რა უნდა ილაპარაკონ ეკა ბესელიაზე და რომ წავიკითხე მივხვდი, რომ შეცდომით გამოაგზავნა ჩემთან უბრალოდ, ჩემთან დაკავშირებით შემუშავდა მესიჯი. იმიტომ დამწკრივდნენ ეს უმწიფარი ბიჭები, მართლა არაკაცები და აკეთებენ ამ მართლა სამარცხვინო კომენტარებს", - განაცხადა ბესელიამ.
13-01-2025