გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიკა რუხაძე: სირცხვილია ე.წ. fake news-ებით არსებობა, სირცხვილია შენების ნგრევად გამოცხადება

26-03-2019

ჟურნალისტი თიკა რუხაძე სოციალურ ქსელში ე.წ. ფეიკ ნიუსებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:


ძვირფასო მეგობრებო, მედიისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ყველამ კარგად იცით... ისიც იცით, რომ თავად ბევრი წელი ვიმუშავე სხვადასხვა მედიასაშუალებებში... ამიტომაც მყავს ბევრი მეგობარი ამ სფეროდან და იმედია ყველა კარგად მიხვდება რაზე ვწერ.... მთავარი პრინციპი რაც მედიას მოეთხოვება არის სანდოობა! ნებისმიერი მედიისთვის მნიშვნელოვანია გადამოწმებული ინფორმაცია მოიძიოს.... სირცხვილია ე.წ. fake news-ებით არსებობა და ამის ტირაჟირებაზე, ხომ საერთოდ აღარ ვისაუბრებ... ვფიქრობ, ნებისმიერი ჟურნალისტის პროფესიული ღირსების საკითხია სიახლის მოძიება, ინფორმაციის შემოწმება, წყაროების და ფაქტების გადამოწმება... მოკლედ მორიგი ტყუილის სამიზნე ისევ სასახლე გახდა... ვფიქრობ, სირცხვილია შენების ნგრევად გამოცხადება და სირცხვილია, რომ წესების გარეშე გამოცხადებულ პოლიტიკურ ბრძოლაში ისევ სასახლის ჩართვას ცდილობენ! მორიგ "თხზულებაზე" პასუხი გვაქვს... თუმცა არავის უკითხავს და არც არავინ დაინტერესებულა! ამიტომაც კიდევ ერთხელ აქ დავწერ, რომ ეროვნული სასახლე უკვე 78 წელია არის მოსწავლე-ახალგაზრდობის მთავარი და უნიკალური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და ეს ასე იქნება მუდამ! ყველამ კარგად იცის, რომ სასახლე წინ მიდის და მუდმივად სიახლის ძიებაში ვართ, რომ სისტემური განახლება მოხდეს... ამასთან ერთად თბილისის მერიამ რეაბილიტაცია დაიწყო! ეს პროცესი ვერ შეჩერდება და ვერავითარი პროვოკაცია და ტყუილი ამას ვერ შეაფერხებს... საქმის და განახლების კი ვისაც ეშინია კარგად ვიცით... სწორედ მათთვის ვაცხადებ, რომ რაც მეტ პროვოკაციას და ტყუილს მოიფიქრებთ, ეროვნული სასახლის დიდი გუნდი უფრო მეტ და მაგარ საქმეს გავაკეთებთ!!!


P.S. ლინკს საგანგებოდ არ ვდებ რადგან ხელს ვერ შევუწყობ ამ ტიპის მედიასაშუალებების რეიტინგების და ე.წ. მოთხოვნადობის ზრდას!"-წერს რუხაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031