გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყოვლისმომცველი შრომის ბაზარი საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად ტრენინგი გაიმართება

27-03-2019

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭრით, შრომით უფლებებზე ორდღიანი ტრენინგი რუსთავში გაიმართება. ტრენინგი ჩატარდება რუსთავის ქარხნებში, მძიმე მრეწველობაში, სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულებისთვის.


შესაძლებლობების ამამაღლებელ სემინარი რამდენიმე საკითხზე გაიმართება, მათ შორის : სოციალურ დიალოგზე და შრომით ურთიერთობებზე. სემინარის ძირითადი ტრენერები საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და იურისტი თამარ სურმავა იქნებიან.

პროფკავშირების წევრები სხვადასხვა სექტორებიდან მაღალკვალიფიციური ტრენერებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქმიანობის, სოციალური დიალოგის კონცეფციის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის და მისი სტრუქტურის შესახებ საქართველოში.

შეხვედრას რუსთავში მდებარე სასტუმრო „რუსთავში“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი ტექნიკური მრჩეველი კინან ბაჰნასი გახსნის.


შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ თბილისსა და რეგიონებში ტრენინგების სერია ერთი თვეა დაიწყო. შევედრები უკვე შედგა ბათუმში და ქუთაისში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს.


საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031