გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: 2008 წელს რუსეთის 200 თვითმფრინავი გვბომბავდა, ამასთან, 2000 საბრძოლო ტექნიკა და 100 000-იანი პირადი შემადგენლობა გადმოისროლეს

1-02-2018

რა მიზეზებმა გამოიწვია და რა მიზანს ემსახურება აშშ-ში 210 რუსი ოლიგარქისა და ჩინოვნიკთა სიის გამოქვეყნება? შეიძლება თუ არა ითქვას, რომ „კრემლის მოხსენების“ მიზანია აიძულოს ვლადიმერ პუტინი უკრაინის მიმართ მშვიდობაზე დათანხმდეს?


სიტუაციის შესახებ რადიო „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო „სვობოდას“ ეთერში იმსჯელეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ინსტიტუტის უკრაინული კვლევების ცენტრის დირექტორმა ვიქტორ მირონენკომ და საქართველოს პრეზიდენტმა 2004-2013 წლებში, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა და პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ჟურნალისტი მაქსიმ სოკოლოვი.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს საუბრიდან:


- მიხეილ ნიკოლოზოვიჩ, როგორია თქვენი შეფასება მოხსენების გამოქვეყნების თაობაზე? შეიძლებოდა თუ არა რუსი ოლიგარქებისა და ჩინოვნიკების სია 10 წლის წინათაც გამოქვეყნებულიყო - საქართველო-რუსეთის ომის დროს ან მის შემდეგ?


- იმ პერიოდში ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ რუსი მოღვაწეების წინააღმდეგ ანალოგიური სანქციები მოამზადა, რომელიც, სხვათა შორის, მაშინაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა. მაგრამ იმ პერიოდში მოხსენების პირობების რეალიზება არ მომხდარა. ჯერ ერთი, რომ იმ ხანებში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ვითარდებოდა, თანაც მაშინდელი ადმინისტრაცია სუსტი იყო (რადგან უკვე ოფისიდან მიდიოდა). ამას ისიც დაემთხვა, რომ ევროპა ამ განზრახვას მაინცდამაინც კარგი თვალით არ უყურებდა. ეს სანქციები რომ მსოფლიო კრიზისის დროს გამოყენებულიყო, ამას ამერიკული ბიზნესიც არ მოიწონებდა. ჰოდა, ამიტომაც მაშინ სანქციები თაროზე იქნა შემოდებული.

დღეს უკვე კონსენსუსია ამერიკაშიც და ევროპაშიც, დღეს ნავთობის ისეთი ფასებიც აღარაა, როგორიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იყო. ასევე აღარ არის სხვა ფაქტორებიც, რომლებიც მაშინ ხელის შემშლელი იყო.


(...)


- ზოგადად როგორ შეაფასებთ სანქციების გავლენას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე? 2014 წელს ბევრ ეგონა და იმედი ჰქონდათ, რომ სანქციები რუსეთის ხელისუფლებაზე გავლენას მოახდენდა და მოსკოვის აგრესია ჩაცხრებოდა... თუმცა ვხედავთ, რომ რუსეთი უკან დახევას არ აპირებს...


- თუ როგორ მოქმედებს სანქციები, ეს იმათთვის უფრო იოლი შესაფასებელია, ვინც რუსეთში ცხოვრობს. 2008 წელს განხორციელდა რუსეთის მასშტაბური თავდასხმა საქართველოზე. ჩვენ რუსეთის 200 თვითმფრინავი გვბომბავდა. ჩვენ რუსეთის 58-ე არმიამ შემოგვიტია თავისი 2 ათასი ერთეული საბრძოლო ტექნიკით, ჩვენთან თითქმის ასიათასიანი პირადი შეადგენლობა შემოვიდა. ჯერ-ჯერობით, საბედნიეროდ, უკრაინაში ასეთი რამ არ მომხდარა. ვფიქრობ, ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის განხორციელებას, სწორედ ეს სანქციები გახლავთ. ასე რომ, სანციებს მნიშვნელობა ნამდვილად აქვთ და მათი შეუფასებლობა არ შეიძლება.


(...)


- ხომ არ ჩქარობთ უკრაინელი ხალხის გაბედნიერებას ხისტი რეფორმებით, რომლებიც წარმატებული იყო საქართველოში (თუმცა იქ ზოგიერთის რევიზია უკვე მოხდა)? იქნებ უკრაინის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ასეთი ცვლილებები არ სურს? იქნმებ დღევანდელ გარდამავალ ეტაპზე უკრაინელები მზად არიან ოლიგარქებთან ერთად იცხოვრონ, რაიმე მკვეთრი ცვლილებების გარეშე?


- მე ვფიქრობ, რომ უკრაინელი ელექტორატი არასდროს ისეთი ჯანსაღი არ ყოფილა, როგორიც დღესაა. იმიტომ, რომ ისინი სახელმწიფოსაგან ცოტა რამეს თუ ელოდებიან. მართალია, პრემიერმა ვლადიმერ გროისმანმა სუბსიდიები შემოიღო, მაგრამ ამით ძალიან ცუდი რამ გააკეთა: ხალხი სახელმწიფოს მხრიდან „ნევსით კვებაზე“ გადაიყვანა. უკრაინაში სრულიად მიუღებელი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა არსებობს.

თავის დროზე საქართველოში განხორციელებული რეფორმების მთავარ მიზანს [სოციალური უზრუნველყოფის სისტემის] შეცვლა წარმოადგენდა. საქართველოში იმიტომ გატარდა რეფორმა, რომ უარესი აღარ მოხდებოდა, ჩვენ უკვე ფსკერზე ვიმყოფებოდით. რატომ არ განხორციელდა ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროს რეფორმები? იმიტომ, რომ მაშინ ბიუჯეტთან დაკავშირებით ნორმალური სიტუაცია იყო, უკრაინის ეკონომიკა იზრდებოდა, ამიტომაც ბევრი პროგრამას პატერნალისტული (მზრუნველი) ხასიათი ჰქონდა. დღეს უკრაინა იქაა, სადაც საქართველო იყო რეფორმების დაწყების წინ“.


წყარო: «RFE//RL» (აშშ)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930