გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა

27-03-2019

ქვემო ქართლისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მცხეთის მუნიციპიალიტეტის სოფელ ძეგვში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მიმდებარედ და ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან ელექტორშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას.


თევზჭერის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული 20კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 6 ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930