27-03-2019
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ჩხუბის დროს ერთი ბიჭი დაიჭრა. შემთხვევა გუშინ, რამით მოხდა. დაშავებული ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.
უცნობია დაპირისპირების მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
13-01-2025