გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიეტუვის რესპუბლიკის დედაქალაქში "ქართველების ქუჩა" დაარსდა

27-03-2019

ლიეტუვაში მიმდინარე „საქართველოს კულტურის გაზაფხული ლიეტუვაში 2019 “ კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ ვილნიუსის ერთ-ერთ რაიონში "ქართველების ქუჩა" - Kartvelu Street გახსნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, ღონისძიება მუსიკალურად გააფრომეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ანსამბლ „სულიკოს“ მომღერლებმა.


"აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მაისში ლიეტუვამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს აუთენტური დასახელების Sakartvelo-ს ლიეტუვურ ენაში დამკვიდრების თაობაზე ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში. შესაბამისად, ვილნიუსში ახლადგახსნილ ქუჩას ასევე Kartvelu Street ანუ ქართველების ქუჩა ეწოდა.


ამასთან საყურადღებოა, რომ მიმდინარე წელს აღინიშნება დამეგობრებული დედაქალაქების - თბილისისა და ვილნიუსის დამეგობრების 10 წლისთავი. ამ ღირშესანიშნავ თარიღს მიეძღვნა ანსამბლ „სულიკოს“ საჯარო კონცერტი ქ. ვილნიუსში მდებარე თბილისის სახელობის სკვერში, სადაც ვილნიუსის მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ხელოვნებას", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031