გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტაქსის მძღოლს, რომელმაც თბილისში მგზავრი გააუპატიურა, 8 წლით პატიმრობა შეეფარდა

27-03-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების და ძარცვის ფაქტზე ბრალდებულ დ.ც. დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 ივლისს, დ.ც.-ს, საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით ქ.თბილისში, დაახლოებით 03:30 საათზე, მგზავრი - გ.ლ. გადაჰყავდა.


დ.ც.-მ ავტომანქანა გზის სავალ ნაწილზე გააჩერა და ძალის გამოყენებით, ცემით და მუქარით გ.ლ. გააუპატიურა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი დ.ც.-მ დაზარალებულს, რომელიც ავტომანქანიდან თავისი ხელჩანთის აღებას ცდილობდა, სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც გ.ლ. წაიქცა და ბორდიურს თავი დაარტყა. დ.ც.-მ კი ავტომანქანით შემთხვევის ადგილი დატოვა და გ.ლ.-ს კუთვნილი ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით წაიღო.


სამართალდამცველებმა დ.ც. 2018 წლის 31 ივლისს თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა. დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930