გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კალაძე: მერია მზად არის შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და გავიაროთ პრობლემური საკითხი

27-03-2019

დღეს გაფიცულმა ტაქსის მძღოლებმა რუსტაველის გამზირი გადაკეტეს. საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ კი გზა გახსნეს. აქციაზე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა ასევე ერთი აქციის მონაწილე.


საპროტესტო აქციას გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.


კალაძე მზად არის შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და რეფორმის ნებისმიერი პრობლემური საკითხი მათთან ერთად განიხილოს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქცია პოლიტიკურად მართულია და ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.


"არ მინდა ეს კონკრეტული საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიტანო, რადგან ამ აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიაა და თავს შევიკავებ კომენტარისგან. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან კომუნიკაციის, არანაირი პრობლემა არც ყოფილა და არც ახლა არსებობს. იყო შეთავაზება, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ და მათ დასმულ ყველა კითხვას გაეცემოდა შესაბამისი კომპეტენტური პასუხი, კიდევ ერთხელ იქნებოდა ის სიკეთეები ახსნილი, რაც ამ ადამიანება და მათმა ოჯახებმა შეიძლება მიიღონ. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს ქმედებები და დამოკიდებულება ჩემთვის არ არის მისაღები. რეფორმა მნიშვნელოვანია და საკმარისი დროა იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამის მოგვარება და მოწესრიგება. თუ ამაშიც არის ჩვენი დახმარება საჭირო, დედაქალაქის მერია მზად არის შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და გავიაროთ ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებს", - განაცხადა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031