გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს როზ გოტმიულერს შეხვდა

28-03-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზ გოტმიულერთან.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობის აქტიურ მიმდინარე დღის წესრიგზე გამახვილდა, რაც მხარეების შეფასებით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან ადგილს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში და ასევე განხილული უნდა იქნას ნატოს საგარეო საქმეთა საიუბილეო მინისტერიალის კონტექსტში, რომელიც მიმდინარე წლის 4 აპრილს ვაშინგტონში გაიმართება.


კიდევ ერთხელ აღინიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის მნიშვნელობა საქართველოში და ის გზავნილები რაც ვიზიტის დროს გაჟღერდა. მაღალი შეფასება მიეცა ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს, როგორც ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგ გამოხატულებას და ნატო-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითს. აღინიშნა, რომ სწავლებები ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და მათ დაახლოებას ნატო-ს სტანდარტებთან. მხარეები მიესალმნენ საქართველოში ამჟამად მიმდინარე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის რიგით მესამე ვიზიტს, რაც გახლავთ ალიანსთან საქართველოს მზარდი და წარმატებული თანამშრომლობის ძლიერი დასტური.


განსაკუთებით აღინიშნა ბრიუსელში მიმდინარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც შავი ზღვის საკითხებს ეძღვნება და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. აღინიშნა, რომ როგორც მაღალი დონის ვიზიტები, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე სწავლებები და თანამშრომლობის სხვა მექანიზმები ემსახურება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031