გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს ეცნობიან

28-03-2019

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მიზანი, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება იყო.


"ამ დროისთვის პირველი ეტაპი დაწყებულია და მავნებლის იდენტიფიკაცია და არეალის დადგენა მიმდინარეობს, რათა განისაზღვროს მავნებლის რაოდენობა.

ნინო შეწირულმა მერის წარმომადგენლებს უშუალოდ გააცნო ინფორმაცია დაგეგმილ ღონისძიებებზე და მავნებელთან ბრძოლის მეთოდებზეც ისაუბრა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება. გზის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ სპეციალური აღმნიშვნელი განთავსდება.


შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ფაცურია ესწრებოდა", -ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031