გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრეზიდენტი: საქართველო თავისუფალი სუვერენული ქვეყანაა და თავისუფლად აკეთებს არჩევანს

28-03-2019

„ჩვენი მიზანია, დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერება და გლობალური მშვიდობის მიღწევისთვის საერთაშორისო პარტნიორობაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელება," - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-საქარველოს სწავლებისა და შეფასების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.


სალომე ზურაბიშვილმა ნატო-საქართველო 2019 წლის სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოს მიერ არჩეულ კურსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა "მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში".

„ნატო-საქართველოს წლევანდელ სწავლებაში საქართველო უკვე ხელმძღვანელი ქვეყანაა. ეს თავისთავად ნიშანდობლივია. ეს სტატუსი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად განვავითარეთ ჩვენი შესაძლებლობები რიგით მეორე სწავლებისთვის და რამდენად გაიზარდა სტრატეგიული პარტნიორების ნდობა და მხარდაჭერა საქართველსო მიმართ. სწორედ ჩვენს მონდომებაზეა პასუხი ასეთი აღიარება, მინდა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს.

"აღსანიშნავია, რომ წინა სწავლებისგან განსხვავებით წელს მონაწილე სახელმწიფოების რიცხვი 10-დან გაიზარდა და უკვე 24 ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული ამ მნიშვნელოვან ფორმატში. სწორედ ასეთი ნაბიჯებით მიიღწევა ჩვენი საერთო მიზანი მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში.


"მინდა ხაზგასმით ვთქვა, ნატო-ს გენერალურ მდივნისგან, სამხედრო ხელმძღვანელობისგან, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ვისმენდი საუკეთესო შეფასებებს ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით და ეს ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მთავარსარდლისთვის ძალიან საამაყო იყო,“-განაცხადა პრეზიდენტმა.


ამასთან, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველო არის საუკეთესო პარტნიორი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, თავდაუზოგავად იბრძვის, რომ დაცული იყოს გლობალური მშვიდობა და საერთაშორისო უსაფრთხოება.


პრეზიდენტმა მისი ავღანეთში ვიზიტი აღნიშნა და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი.


"ავღანეთში მე შევხვდი სამშვიდობო მისიის მონაწილე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს. მათი პროფესიონალიზმი და თავდადება სამაგალითოა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სწავლებაზე სიტყვით გამოსვლისას.


„ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენს მიმართ არ არის გამართლებული. საქართველო თავისუფალი სუვერენული ქვეყანაა და ის თავისუფლად აკეთებს თავის არჩევანს და ირჩევს მოკავშირეებს.

"ჩვენი ეს არჩევანი არამხოლოდ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას, არამედ განამტკიცებს რეგიონში სტაბილურობას და საფუძველს უდებს ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას, ეს არის ერთადერთი სწორი და მომავალზე ორიენტირებული არჩევანი. ჩვენ ბოლომდე მივყვებით ჩვენს არჩეულ გზას მეტი ნატო საქართველოში მეტი საქართველო ნატოში,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031