გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროფკავშირების გაერთიანება გენდერულ საკითხებზე მომზადებული რეკომენდაციების პრეზენტაციას გამართავს

28-03-2019

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გენდერულ საკითხებზე მომზადებული რეკომენდაციების პრეზენტაციას გამართავს.
ფართო განხილვა 29 მარტს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გაიამართება. რეკომენდაციები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, ქალთა შრომითი უფლებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს შეეხება.


პრეზენტაციას პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გახსნის. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია მიმართავენ. მოსაზრებებს გამოთქვამენ ელგუჯა მელაძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი და ბრაიან ლედუკი - USAID-PROLoG პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე.


საჯარო სამსახურის შესახებ კანონის სრულყოფისთვის პროფკავშირების რეკომენდაციებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი წარმოადგენს. პოზიციებს დააფიქსირებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და „გამჭვირვალობა- საქართველო“ს წარმომადგენლები. კონფერენცია 11:00 საათზე გაიხსნება, საპრეზენტაციო საკითხის გარდა განსახილველ თემებს შორისა: - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები - შრომით ურთიერთობებეში თანაბარი მოპყრობის შესახებ და სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები; საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები, საკონსტიტუციო სარჩელები საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ხარვეზებთან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ.


ღონისძიება ტარდება პროექტის “ქალთა ხელმისაწვდომობა მართლსაჯულებაზე შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად” ფარგლებში. ღონისძიების მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და EWMI/PROLoG მეშვეობით იქნა გაწეული. ღონისძიების შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და ის შესაძლოა არ ასახავდეს EWMI, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930