29-03-2019
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, დიდუბესა და დიღმის მასივში 10 ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო: ინფორმაციას დიდუბის გამგეობა ავრცელებს.
ფიტნეს-ზონები მოეწყო: დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-13 კორპუსის მიმდებარედ; დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-2 კორპუსის მიმდებარედ; დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 31-ე კორპუსის ტერიტორიაზე; დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-11 კორპუსის მიმდებარედ; დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-11 კორპუსის ტერიტორიაზე; დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-3 კორპუსის მიმდებარედ, ასევე, აკაკი წერეთლის გამზირი N117ა ; აკაკი წერეთლის გამზირი N55; თევდორე მღვდლის ქუჩა N3; კედიას ქუჩა N9.
პროექტის ფარგლებში, ფიტნეს ზონებზე კაუჩუკის საფარი დაიგო, გადაიხურა და მსურველებს ვარჯიშის შესაძლებლობა წლის ნებისმიერ დროს აქვთ.
13-01-2025