გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანმა და Eurojust-ის პრეზიდენტმა ხელშკრულების დეტალები და მნიშვნელობა განმარტეს

29-03-2019

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გენერალურმა პროკურორმა და ევროჯასტის პრეზიდენტმა ევროკავშირის იუსტიციის ერთიან სისტემასთან თანამშრომლობის შეთანხმების დოკუმენტს ხელი ჰააგაში მოაწერეს.


ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მხარეებმა კომენტარი გააკეთეს.

Eurojust-ის პრეზიდენტის, ლადისლავ ჰამრანის განცხადებით, საქართველოს საშუალება ეძლევა, პირდაპირ კავშირზე იყოს ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანასთან, 3 ქვეყნის ურთიერთობის კოორდინატორ 6 პროკურორთან და 46 ქვეყნის პროკურორების გლობალურ ქსელთან.


„უპირველეს ყოვლისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღია ორივე მხარისთვის. საქართველოს საშუალება ეძლევა, პირდაპირ კავშირზე იყოს ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანასთან, 3 ქვეყნის ურთიერთობის კოორდინატორ 6 პროკურორთან და 46 ქვეყნის პროკურორების გლობალურ ქსელთან. ამასთან ერთად, „Eurojust“-თან თანამშრომლობით, თქვენ მიიღებთ უფრო ეფექტურ მხარდაჭერას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მეორე მხრივ, „Eurojust“-იც გაიძლიერებს საკუთარ პოზიციას როგორც გლობალური პარტნიორი საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“., - განაცხადა ლადისლავ ჰამრანმა.


იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა, საშუალებას მისცემს ევროკავშირს, ქართველ პროკურორებსა და გამომძიებლებთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად იმუშაონ სისხლის სამართლის საქმეებზე, როდესაც საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს.

„დღეს ჩვენ ჰააგაში ხელს ვაწერთ ევროკავშირის იუსტიციების სისტემებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, ქართველ პროკურორებსა და გამომძიებლებთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად იმუშაონ სისხლის სამართლის საქმეებზე, როდესაც საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს − იქნება ეს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობით ევროკავშირის ქვეყნებში ჩადენილი დანაშაული, თუ ნებისმიერი იმ პირის მიერ ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც საქართველოს იურისდიქციის ქვეშ შეიძლება იმყოფებოდეს ან, უბრალოდ, ჩვენ შეიძლება ვფლობდეთ ამის შესახებ ინფორმაციას.


ხელმოწერამდეც ჩვენ ბოლო ოთხი წელია, ვთანამშრომლობდით Eurojust-თან და 30-ზე მეტ საქმეზე გვქონია წარმატებული ურთიერთობა.
ეს ხელმოწერა საშუალებას მისცემს უკვე დამოუკიდებელ და იუსტიციის სამინისტროსგან გამოყოფილ გენერალურ პროკურორს და მის ოფისს საქართველოს მხრიდან, რომ აქ, ჰააგაში, დაასახელოს თავისი წარმომადგენელი პროკურორი და ევროკავშირელ პროკურორებთან ერთად იმუშაოს დანაშაულის პრევენციასა და იმ დანაშაულის გამოძიებაზე, რომლის გამოძიებაზეც საზღვარი ვეღარ შექმნის პრობლემას“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930