გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

30-03-2019

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. არჩევნები 19 მაისს გაიმართება. 


„საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. რვავე მუნიციპალიტეტში არჩევნები ჯამში 26 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. დღესვე ცესკომ მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. ხუთივე მერის რიგგარეშე არჩევნები 362 საარჩევნო უბანზე ჩატარდება.სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარისთვის. მათ შორის, არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისათვის და დაადგინა საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა. იქიდან გამომდინარე, რომ ხელმოწერების რაოდენობა განისაზღვრება საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების 1 პროცენტის მიხედვით, სხვადასხვა ოლქისთვის ხელმოწერების რაოდენობა განსხვავდება“- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

 
19 მაისს ასევე გაიმართება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები. შესაბამისი გადაწყვეტილება აღნიშნული არჩევნების დანიშვნის შესახებ ცესკომ 20 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო. 


პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს საერთო ჯამში 410 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც 401 750 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930