გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეიდან არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა

1-04-2019

დღეიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება და გამოყენება იკრძალება.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი აიკრძალა. პოლიეთილენის პარკის გამოყენებაზე პირველ ჯერზე ჯარიმა 500 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარი.


პარკების მწარმოებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს. რაც შეეხება პარკების იმპორტს, მისი კონტროლი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახურს ევალება.

პარკების რეალიზატორებს კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გააკონტროლებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930