გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფრაზა „ მიმდინარეობს გამოძიება“ იშვითად იყოს გამოყენებული შსს-ს მიერ

1-04-2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა გახმაურებულ საქმეებზე მიმდინარე გამოძიებებს.


„აბსოლუტურად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემი გუნდის ძირითადი ამოცანა, რასაც დღეს ვაკეთებთ, რეფორმების გეგმა, რომელსაც სისტემურ განახლებას ვეძახით, ეფექტურობის გაზრდის გარდა, საბოლოოდ ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ აღარ გვქონდეს აუცილებლობა და რაც შეიძლება იშვიათად გამოვიყენოთ ფრაზა „ მიმდინარეობს გამოძიება“. მერწმუნეთ, რომ ეს არის ჩვენთვის გამაღიზიანებელი არა, უბრალოდ დამამცირებელი. თუმცა ობიექტური რეალობაც გვესმის, რომელსაც ვერ გავექცევით.


აქედან გამომდინარეობს ის რეფორმები, რომელიც საგამოძიებო კომპონენტის გარდაქმნაში ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფრაზა „ მიმდინარეობს გამოძიება“ ყოველდღიურად, ყოველთვიურად სულ უფრო და უფრო იშვითად იყოს გამოყენებული შინაგან საქმეთა სამინისტროზე პასუხისმგებელი პირების მიერ. ეს არის ჩემი პასუხი. ასევე მინდა გითხრათ, თითოეულ ეს საქმე არის კომპლექსური თემა. ამას სჭირდება მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ძალიან მკაფიო და ეფექტური მუშაობა და ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის პროკურატურა, ეს არის სასამართლო სისტემა, ეს არის სასჯელაღსრულების სისტემა და კიდევ ბევრი. ამიტომ ჩვენ ნაწილს, ფუნქციის აუცილებლად შევასრულებთ. ჩვენ კოლეგებთან ერთად ვეცდებით, რომ ფრაზა „მიმდინარეობს გამოძიება“ სულ უფრო და უფრო იშვიათად იყოს გამოყენებული.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930