გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შს მინისტრი: ჩვენ საქმეს ფორმალურად არ ვუდგებით, ვის რა ვაწყენინეთ, ამის არც თვალყურის დევნების დრო გვაქვს და არც სურვილი

1-04-2019

გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა მის მიმართ გამოთქმულ სხვადასხვა მწვავე შეფასებას, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მას არ აინტერესებს.


„ბევრი ადამიანი ცდილობს ახლა გვებრძოლოს ჩვენ. მე არ ვსაუბრობ ახლა ჩემზე, მე წარმოვადგენ გარკვეულ გუნდს და გარკვეულ უწყებას. ახლა ჩვენ როდესაც ჩვენ საქმეს ფორმალურად არ ვუდგებით, გვერდითი ეფექტით ვის რა ვაწყენინეთ - ამის არც თვალყურის დევნების დრო გვაქვს და სიმართლე, რომ გითხრათ არც დიდი სურვილი. ვიღაცას რაღაცა თუ ვაწყენინეთ - ბოდიში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კრიტიკა რომელიც არის ობიექტური და დასაბუთებული, რამდენად მწვავეც არ უნდა იყოს, ამის არც არასდროს შეგვშინებია და არც ახლა არ გვეშინია. ჩვენ თუ ამაზე მგრძნობიარე გავხდით, მერწმუნეთ, რომ ბევრ დროს დავკარგავთ.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930