გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ომბუდსმენი: 2018 წელს შსს-მ არასრულწლოვნის გაუპატიურების 26 სავარაუდო შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება

1-04-2019

2018 წელს არასრულწლოვნის გაუპატიურების 26 სავარაუდო შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.


ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს კვლავ მაღალი იყო ბავშვის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებების რიცხვი.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის 331 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, მათ შორის იყო არასრულწლოვნის გაუპატიურების 26 სავარაუდო შემთხვევა, გარყვნილი ქმედების 81 საქმე და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის 205 საქმე. ამასთან, 2018 წელს, ჯამში, შსს-მ სავარაუდო სექსუალური ძალადობის 405 შემთხვევა დაარეგისტრირა, რომელთაგანაც გაიხსნა 156 საქმე.


ამ ფონზე, სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია კონკრეტული სამოქმედო გეგმა და რეაბილიტაციის კონცეფცია არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებებისგან ბავშვების დასაცავად,” - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.


ინტერპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930