2-04-2019
ჭავჭავაძის გამზირზე გამართულის აქციის დროს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ექვსივე პირი გაათავისუფლეს, მათ შორის კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წევრი დავით სუბელიანი.
როგორც ვახუშტი მეანაბდემ პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საპროტესტო აქციები შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით სამომავლოდაც გაგრძელდება. ამასთან, მისი თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლო სხდომა გაიმართება, თუმცა როდის, მისთვის უცნობია.
13-01-2025