გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმემ ახალ გარემოებებზე ილაპარაკა

2-04-2019

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების, გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა.



როგორც სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, საქმეში ახალი მოწმე ლ.ნ. არის, რომლის ჩვენებითაც მსჯავრდებული გ.ბ.-ს მიერ დავით სარალიძის ეპიზოდში დანის გამოყენება დასტურდება. აღნიშნულს დაცვის მხარე არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მოწმეს ამ ეპიზოდთან მიმართებაში კონკრეტული ჩვენება არ მიუცია.


ახალი მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან ნაწყვეტი სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" მოიპოვა.. ლ.ნ.-ს ჩვენების მიხედვით, მან ტაქსიში მსჯავრდებული გ.ბ.-სგან მოისმინა ფარდულში განვითარებული მოვლენების შესახებ.


„თავიდან ფარდულში მიმდინარე მოვლენებზე დაიწყო. გ.ჯ. ფარდულში შეაგდოო, როგორც მე მივხვდი, ის საუბრობდა, როცა ცდილობდა გ.ჯ. გამოეძვრინა მაგ სიტუაციიდან, მაგრამ შემდგომ თქვა, გამოვეცალეო მაგ ყველაფერს და მერე თქვა, წკაპ, წკაპ დავარტყიო“, - განაცხადა მოწმემ თავის ჩვენებაში.

სწორედ, აღნიშნულ ჩვენებას და ასევე სხვა ფაქტებს ეყრდნობა ბრალდების მხარე, როცა აცხადებს, რომ გ.ბ.-მ დავით სარალიძის ეპიზოდში დანა გამოიყენა. დაცვის მხარე კი აღნიშნავს, რომ მოწმე ლ.ნ.-ს ჩვენებიდან ნათელია, რომ გ.ბ. ფარდულიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს ფრაზას „წკაპ, დავარტყიო“. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული ჩვენებით არ დასტურდება, რომ ეს ფრაზა გ.ბ.-მ სარალიძესთან მიმართებაში თქვა.


ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდებულები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031