გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თაღლითობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2-04-2019

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თაღლითობაში ბრალდებული დ.ს. დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით ბრალდებული ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დუბაიში დასაქმების დაპირებით მოტყუებით დაეუფლა 37 მოქალაქის კუთვნილ თანხას ჯამში - 70 000 აშშ დოლარის ოდენობით.


დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031