გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზარდიაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფაა

2-04-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი სამშენებლო კომპანია ,,დირსის“ დასახლებაში უკანონოდ შეჭრილი დევნილების საკითხს ეხმიანება.

მისი თქმით, ამ დევნილების 15 % უკვე დაკმაყოფილებულია, 10% საერთოდ არ არის დევნილი , ხოლო 60 %-ს რეგისტრაცია აქვთ რეგიონში და თბილისში რეგისტრირებულნი არ არიან.


,,მინდა გამოვეხმაურო ისანში, დირსის დასახლებაში მიმდინარე პროცესებს. პირველ რიგში ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრისის უზრუნველყოფა და სწორედ ამისთვის, ჩვენ მათ 5 წლის განმავლობაში უკვე 12 000 ბინა გადავეცით. ამჟამადაც მიმდინარეობს მშენებლობა და მიმდინარე და მომავალი წლის განმავლობაში კიდევ 6000 ბინის გადაცემა იგეგმება დადგენილი წესით. დირსის დასახლებაში უკანონოდ შეჭრილი დევნილების 15% სახელმწიფოს მხრიდან ბინებით უკვე დაკმაყოფილებულია, 10% საერთოდ არ არის დევნილი, ხოლო 60% არიან რეგიონებში რეგისტრირებულნი და არ გააჩნიათ თბილისში რეგისტრაციის ადგილი”,- განაცხადა პარლამენტის წევრმა.


ვანო ზარდიაშვილმა ყურადღება საინვესტიციო გარემოზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ კერძო საკუთრების ხელყოფა და თვითნებურად დაკავება დააზიანებს ქვეყნის იმიჯს და ინვესტორებს დააფრთხობს. ამიტომ, დეპუტატი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გაატარონ კანონით დადგენილი ყველა ქმედითი ღონისძიება როგორ დევნილი ოჯახების, ასევე კომპანიის ინტერესების დასაცავად.


,,უცხო ქვეყნიდან მოზიდული ინვესტორები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მათ სახელმწიფომ, როგორც აქამდე, უნდა შესთავაზოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, დაბალი გადასახადები და საკუთრების გარანტირებული დაცულობა.


კერძო საკუთრების ხელყოფა და თვითნებურად დაკავება დააზიანებს ქვეყნის იმიჯს და დააფრთხობს ინვესტორებს. ამიტომ, მოვუწოდებ სახელმწიფო ინსტიტუტებს გაატარონ კანონით დადგენილი ყველა ქმედითი ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც დევნილი ოჯახების ინტერესების დაცვას, ასევე კომპანია ,,დირსის“, როგორც ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორის კანონიერი, კერძო ინტერესის დაცვას.


ჩვენ გვახსოვს ის საშინელი პრაქტიკა, თუ როგორ ექცეოდა წინა ხელისუფლება დევნილებს, როგორ ასახლებდა მათ უკანონოდ დაკავებული ფართებიდან. ამიტომ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა და დევნილთა, შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით და კანონის ზუსტი დაცვით მოქმედებენ”,- აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031