გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ექსმაღალჩინოსნები, რომლებიც დღეს არასამთავრობო სექტორში არიან, „ნაცმოძრაობის“ ხაზს ატარებენ და ადგილი აქვს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას

2-04-2019

პოლიტოლოგმა გია აბაშიძემ, დღეს მედიას წარუდგინა კვლევა სახელწოდებით – „ნაციონალური მოძრაობის“ შეღწევა სამოქალაქო სექტორში“.


როგორც გია აბაშიძემ აღნიშნა, კვლევა მიზნად ისახავს, ღია წყაროების ანალიზით აჩვენოს საზოგადოებას, როგორია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კონფიგურაცია პოლიტიკურ რეალობაში.


მისი თქმით, ექსმაღალჩინოსნები, რომლებიც დღეს არასამთავრობო სექტორში არიან ატარებენ „ნაცმოძრაობის“ ხაზს და ადგილი აქვს ი არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.


"სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს საქართველოში კანაფის კულტივაციის ლეგალიზების კანონია მიღებული. დეპარტამენტმა ამის გამო ბოდიში მოიხადა საქართველოს პირველი არხის წერილის საფუძველზე. კარგი იყო, მთავრობას ჰქონოდა ამაზე კომუნიკაცია. ასევე, იყო „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ არაერთი კვლევა, თურმე სააკაშვილზე პოლიტიკური ვენდეტა ხორციელდება ისევე, როგორც მსჯავრდებულ მაღალჩინოსნებზე; თურმე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მეორე არხი დაიხურა და ასე შემდეგ. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ ამაზე არაერთხელ მოიხადა ბოდიში" - აცხადებს გია აბაშიძე.


ამასთან, გია აბაშიძემ დაასახელა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მისი აზრით, შეიძლება განვიხილოთ „ნაციონალურ მოძრაობის“ სიტუაციურ მოკავშირეებად:
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-Georgia); ასოციაცია „საფარი“; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა სახლი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ასოციაცია „იდენტობა“. თეთრი ხმაურის მოძრაობა; მწვანე ალტერნატივა; კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“; კოალიცია „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“; კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930