გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: მესამე სექტორის ნაწილის რიტორიკა და ნარატივი „ნაციონალური მოძრაობისას“ ემთხვევა

2-04-2019

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის რიტორიკა და ნარატივი „ნაციონალური მოძრაობისას“ ემთხვევა და ისინი ერთგვარი სიტუაციური მოკავშირეები გამოდიან. ეს ტენდენცია გამოჩნდა კვლევაში“ - ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ანალიტიკოს გია აბაშიძის მიერ დღეს წარმოდგენილ კვლევას, რომელიც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის შეღწევას სამოქალაქო სექტორში საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდის მიზნით.


ზაალ ანჯაფარიძის თქმით, კვლევაში ნაჩვენებია, როგორ ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ სამოქალაქო სექტორზე საკუთარი გავლენის მოხდენას. 


„შეიქმნა ერთგვარი სურათი, რომ სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილი ან კონტროლდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ან სხვადასხვა მიზეზის, რაღაც საკითხზე უთანხმოების გამო ისინი დაპირისპირებული არიან ხელისუფლებასთან. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქტიური წვდომა აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საექსპერტო წრეებთან, იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის ინდექსს ადგენენ და ანგარიშებს ამზადებენ - ისინი მათ იცნობენ და ენდობიან მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ხშირად არსებულ რეალობას მუქ ფერებში წარმოადგენს. სწორედ ამიტომ არაერთხელ გამოვლინდა ტენდენციური ხასიათი და ფაქტობრივი შეცდომა ამ ანგარიშებში - მაგალითად, “Freedom House”-მა ორჯერ შეასწორა თავისი ანგარიში, სახელმწიფო დეპარტამენტმა აღიარა, რომ ანგარიშში გარკვეული შეცდომა დაუშვა“ - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე. 


რაც შეეხება იმას, თუ რაშია გამოსავალი, ზაალ ანჯაფარიძის თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კარგი პრეცენდენტი შექმნა - როგორც კი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უზუსტობა აღმოაჩინა, მყისიერად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მათ ოფიციალური წერილით მიმართა, მიუთითა და ფაქტებით დაუმტკიცა, რომ მათ მიერ ანგარიშში მოყვანილი ინფორმაცია არასწორი იყო.


"სახელმწიფო დეპარტამენტმა აღიარა და შეასწორა. იგივე მოხდა Freedom House-ის შემთხვევაში. ასე რომ, საჭიროა რეაგირება, სწორი ინფორმაციის მიწოდება და არა ერთ ყურში შეშვება და მეორედან გაშვება, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ეს არის ფაქტობრივად იმაზე, თუ ვინ მოიგებს ინფორმაციულ ომს“ - აცხადებს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930