გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თელავის ერთ-ერთ სოფელში საბავშო ბაღის 20-ზე მეტი აღსაზრდელი მოიწამლა

2-04-2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღის 30-მდე აღსაზრდელი მოიწამლა. ისინი თელავის ორ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.


კონკრეტულად რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი, ჯერ უცნობია, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ამის მიზეზი სასმელი წყალი, ან საკვები ყოფილიყო.

თუმცა, კვებით ინტოქსიკაციას გამორიცხავს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, თინიკო ხანჯალიაშვილი და აცხადებს, რომ ყველა პროდუქტი ბაღში ვარგისია.


ბავშვების მოწამვლის გამო, სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე დროებით დაიხურა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031