გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კვლევა:გამოკითხულთა 55,2% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს

3-04-2019

საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ინთერნეშენალ აიდიამ“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.


კვლევის ავტორების განცხადებით, სოციოლოგიური კვლევა ეხება საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობას, სწავლობს მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო უწყებების მიმართ და განწყობას პოლიტიკური პარტიების, კორუფციის, მედიის, სოციალური სამართლიანობის, რელიგიური გაერთიანებებისა და სხვა საკითხების შესახებ.


2018 წლის 16-27 ნოემბერში თბილისსა და რეგიონებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოიკითხა. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის პროცესში ფორმულირებული შეკითხვების მეშვეობით პირველად მოხდა მოსახლეობის განწყობის კვლევა რიგი საკითხების შესახებ, რაც მანამდე უცნობი და სრულიად ახალი ინფორმაციაა მოსახლეობის განწყობის შესახებ ზოგიერთ თემაზე.


კვლევის ავტორთა თქმით, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების დიდი კვლევის ნაწილია, რომელიც 2019 წლის გაზაფხულის ბოლოს გამოქვეყნდება. ამ გამოკითხვის გარდა, საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობა შეფასება დაეყრდნობა წინასწარ განსაზღვრული კითხვარის და 10-მდე ფოკუს ჯგუფის შედეგებს და სხვა წყაროებს. შეფასების ინსტრუმენტი
მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მართლმსაჯულება, მოქალაქეობა, სამოქალაქო და სოციალური უფლებები, მედია, პოლიტიკური პარტიები, მთავრობისა და პარლამენტის მუშაობა.


კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55,2% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს. მხოლოდ 10%-ია პოლიტიკური პარტიების საქმიანობით სრულად კმაყოფილი, ხოლო 46,3% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო. ამასთან, 66%-ს არასდროს წაუკითხავს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა.


საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930