3-04-2019
საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ინთერნეშენალ აიდიამ“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 68,8% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებენ.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა58,6%-ს სჯერა, რომ თანამდებობის პირები თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს.
გამოკითხული მოსახლეობის 77,2% მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრებს საკუთარი ბიზნესი აქვთ. ამასთან, მთავრობის წევრის მიერ თანამდებობის პარალელურად ბიზნესის ფლობას მოსახლეობის 68,5% დიდ ან არცთუ ისე დიდ პრობლემად მიიჩნევს.
კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითოეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს.
საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
13-01-2025