გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა

3-04-2019

„თიბისი ბანკის“ განცხადებით, საფინანსო ორგანიზაცია დარწმუნდა, რომ ეროვნული ბანკის მიერ 1.1 მილიონი ლარის ჯარიმა სწორად იყო დარიცხული, აქედან გამომდინარე ბანკმა ჯარიმა 12 მარტს გადაიხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.


როგორც ბანკის წლიურ ანგარიშში წერია, 2008 წლის ტრანზაქციების შესწავლის შედეგი ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 19 ნოემბერს გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ ისინი ინტერესთა კონფლიქტის ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. „თიბისი ბანკის“ ცნობით, ამის შემდეგ საანგარიშო წლების დოკუმენტაციის შესწავლისთვის რიგი ნაბიჯები გადაიდგა.


შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს.


პირველი არხი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031