გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"რუსთავი 2"-ის მიერ კომისიაში წარდგენილ ფინნასურ დოკუმენტაციასა და პოლიტიკური პარტიების მიერ აუდიტის სამსხურში წარდგენილ დოკუმენტებში მნიშვნელოვანი აცდენაა

3-04-2019

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის მიერ კომისიაში წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტსა და პოლიტიკური პარტიების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსხურში წარდგენილ დოკუმენტებში მნიშვნელოვანი აცდენაა.


კომისიის ცნობით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში "რუსთავი 2" მიერ კომისიაში წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტსა და ნაციონალური მოძრაობის მიერ აუდიტის სამსხურში წარდგენილ დოკუმენტებს შორის ფინანსური სხვაობა 244, 193 ლარია.


კერძოდ, კომისიაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ირკვევა, რომ პირველ ტურში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთავი 2–ში 855,036 ლარის ღირებულების ფასიანი პოლიტიკური რეკლამა განათავსა, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ეს თანხა 610,843 ლარია.


ამასთანავე, კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ირკვევა, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს "რუსთავი 2"-ზე განთავსებული ჰქონდა 454,286 ლარის ღირებულების ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით ეს რიცხვი 632,188 ლარს შეადგენს.

"კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამების ანალიზის შედარება მოხდა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ საჯაროდ ხელმისაწვდომ (განთავსებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ–გვერდზე) დოკუმენტაციასთან. აღსანიშნავია, რომ მაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტები გარდა ზემოთ აღნიშნული ფაქტისა, დანარჩენ შემთხვევებში თითქმის შესაბამისობაშია აუდიტის სამსხურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან", - აცხადებენ კომისიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031