გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძემ მეორე ტურში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ რუსთავი 2-ზე განათავსა

3-04-2019

2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდის მეორე ტურში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ მხოლოდ რუსთავი 2–ის ეთერში განათავსა, რომლის საერთო ღირებულებაც – 1,060,017 ლარი იყო. მეორე ტურის ფარგლებში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ვაშაძეს არც-ერთ სხვა ტელე-მაუწყებელში არ მიუტანია.


სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსთავი 2-ზე მეორე ტურში განთავსებული ფასიანი რეკლამის ღირებულებამ - 454,286 ლარი შეადგინა, ხოლო ტელეიმედზე განთავსებული ფასიანი რეკლამის ღირებულება - 730,445 ლარი იყო.


ტელეიმედისა და რუსთავი 2-ის გარდა, მეორე ტურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა შემდეგ სამაუწყებლო არხებზე განათავსა: ტვ პირველი, მაესტრო, GDS, კავკასია, ტელეკომპანია დია, გურია, გურჯაანი, ოდიში, რიონი, თრიალეთი, ობიექტივი, ქვემო ქართლი, ტვ 25, პალიტრა News, ფარვანა, AG TV, მარნეული ტვ, თანამგზავრი, ტოკ ტვ, მეცხრე ტალღა, რომლის ჯამური ღირებულება – 1,195,916 ლარი იყო.

რუსთავი 2–ზე ყველაზე მეტი ღირებულების რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა – 4,589,869 ლარის, აქედან – 2,245,138 ლარის ფასიანი, ხოლო – 2,344,731 ლარის უფასო. დავით ბაქრაძემ ჯამში – 1,293,181 ლარის რეკლამა განათავსა, აქედან – 354,926 ლარი ფასიანი, ხოლო – 938,255 ლარი უფასო. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, რუსთავი 2–ზე ჯამში 1,229,971 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა, აქედან – 1,090,012 ლარის ფასიანი, ხოლო – 139,959 ლარის უფასო.


ტელეიმედში ყველაზე მეტი, 2,003,803 ლარის ღირებულების რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა მიიტანა, საიდანაც 1,632,908 ლარის ფასიანი, ხოლო – 370,895 ლარის უფასო რეკლამა იყო. დავით ბაქრაძემ ტელეიმედზე ჯამში – 1,273,317 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსა, აქედან – 138,545 ლარი ფასიანი, ხოლო – 1,134,772 ლარი უფასო.


2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩაატარა. კომისიამ ანალიზი მაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყოველკვირეული ფორმების საფუძველზე განახორციელა, რომლის წარმოდგენაც კომისიაში მაუწყებლებს კანონით ევალებათ. უფასო პოლიტიკური რეკლამის საბაზრო ღირებულების დადგენა სარეკლამო ჭრებისათვის იმ ღირებულების მინიჭებით განხორციელდა, რომელიც თავად მაუწყებლებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო პროგრამების მიხედვით ჰქონდათ დადგენილი.


იხილეთ სრული ანალიზი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930