გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალგაზრდობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის კონსულტანტად რეზო ჩარკვიანი დაინიშნა

3-04-2019

ახალგაზრდობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის კონსულტანტად რეზო ჩარკვიანი დაინიშნა.

რეზო ჩარკვიანმა 2000 წელს დაამთავრა ESM-თბილისი. 1999 წელს დაარსა სარეკლამო სააგენტო „სარკე“, რომელშიც 2009 წლის ბოლომდე იყო დირექტორი და სენიორ კონსულტანტი. 2010-2013 წლებში რამოდენიმე კომპანიის მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.


2012 წლიდან დღემდე არის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლექციებს კითხულობს ბიზნეს სკოლა ESM-ის ბაკალავრიატის სტუდენტებთან, მარკეტინგსა და სტრატეგიულ ბრენდინგში. არის სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „მილენიალ ჰაბის“ დირექტორი და სენიორ კონსულტანტი, ასევე ორი სტარტაპის დამფუძნებელი, ესენია „ჟუჟუნა ღვინო“ და „ჯონ ვრაპი“. ამავე დროს, რეზო ჩარკვიანი არის ახალი თაობის, მილენიალების მენტორი და ქოუჩი მათ სტარტაპ საქმიანობასა და კარიერული ზრდის მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031