გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

4-04-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვაჟა ფანოზიშვილი და ვახტანგ ფარესიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის წარმომადგენელს - თეინ ლარსონს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს ასისტენტს სამართლის დარგში - მეთიუ ბოიდენს და აშშ-ის საელჩოს ატაშეს სამართლის დარგში - გიორგი ბერიშვილს შეხვდნენ.


შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ამერიკელ სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სამსახურის უფლებამოსილებისა და უწყების საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.


შეხვედრაზე ისაუბრეს ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების გამოძიების თანამედროვე მეთოდებზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებისა და პროფესიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ფულის გათეთრების, ანტიკორუფციული და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების სამართლებრივ ასპექტებზე. ყურადღება გამახვილდა ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების საკითხებზე.


საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები პროფესიული თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031