4-04-2019
ვანდალიზმის ფაქტი მოხდა ახალქალაქში. დაუდგენელი პირები სამლოცველოში შეიჭრნენ და სიწმინდეები დააზიანეს. დილით სალოცავად მისულ მოქალაქეებს, ხატები გადმოყრილი და დამტვრეული დახვდათ. მე–13 საუკუნის სამლოცველოში ხულგუმოსა და ბავრას მოსახლობა წლებია ლოცულობს. ადგილობრივები მომხდარის სასწრაფოდ გამოძიებას მოითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ რელიგიურ ნიადაგაზე კონფლიქტი აქამდე არასდროს მომხდარა.
როგორც "რუსთავი2"-ში აღნიშნავენ, კადრებს დარბეული სამლოცველოდან "ჯეი ნიუსი" ავრცელებს.
13-01-2025